(+995) 322 236 933 | INFO@AIIA.ORG.GE
  • ქართულიქართული
    • English English

აი ია

  • მთავარი
  • ჩვენი სერვისი
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სმენის შესახებ
      • სმენის დაქვეითების სახეები
      • ბგერა
      • სმენის დაქვეითების მიზეზები
      • აუდიოგრამა
      • ყურის ანატომია
    • ტექნოლოგიები
      • კოხლეარული იმპლანტი
      • იმპლანტაციის კრიტერუიუმები
      • სასმენი აპარატი
      • FM – სისტემები
    • სახელმწიფო პროგრამები
  • მშობლებს
    • მშობლების მხარდაჭერა
      • ადრეული ჩარევა
      • კომუნიკაციის გზები
      • ბავშვების პოტენციალი
      • რას განიცდიან მშობლები
      • რჩევა მშობლისაგან მშობელს
    • ოჯახისთვის
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Home
  • Uncategorized @ge
  • Archive from category "Uncategorized @ge"
 

ფონდი ,,აი ია” გამომცემლობა The Messenger-ის ფურცლებზე

ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 by Admin
ჩვენს ფონდს გამომცემლობის – The Messenger – სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი და მეგობარი გამოუჩნდა. ინგლისურენოვანი გამოცემა ,,აი იას” ისტორიით დაინტერესდა და ფონდის საქმიანობები თავის მრავალრიცხოვან მკითხველს გაუზიარა. მადლობა The Messenger-ს, არაჩვეულებრივი სტატიისთვის და ჩვენი ფონდის მხარდაჭერისთვის! http://www.messenger.com.ge/…/4531_november…/4531_edit.html…
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 by Admin
 3-4 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამის – „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის’’ შეჯამებას მიეძღვნა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით გაიმართა. მომხსენებლებმა მრავლობითი დარღვევების, მათ შორის, სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობასა და პროფესიულ ორგანიზაციებში ეთიკის თემაზე ისაუბრეს.
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია” შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია

ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 by Admin
2 ოქტომბერს ფონდი „აი ია“ საქველმოქმედო პროექტით ზემო აჭარას, კერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია. სტუმრობის მიზანი გახლდათ რეგიონში მცხოვრები პატარებისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება მათთვის საინტერესო შემეცნებითი და გასართობი აქტივობების საშუალებით. შუახევის სახელოვნებო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა მუსიკალური საკრავების გამოყენებით სახალისო მუსიკალური აქტივობები ჩატარდა. ფონდის თერაპევტებმა შუახევის
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

ფონდსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 by Admin
  27 სექტემბერს სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდ „აი ია“-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.   მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ბაზაზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკა/სტაჟირების შეთავაზებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.   შეხვედრის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი საქმიანობისა და სმენის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის პირადი გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტებმა ამ
  • Published in Uncategorized @ge, სასარგებლო ინფორმაცია, სიახლეები

შეხვედრა აინა ტერეზა ფოსუმთან

სამშაბათი, 30 ივლისი 2019 by Admin
25 ივნისს, ახალი მეგობარი შევიძინეთ ნორვეგიიდან. Aina Therese Fossum მეოთხედ ეწვია საქართველოს და ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ფონდის ადმინისტრაციასა და ბენეფიციარების მშობლებს N64 საჯარო სკოლა-ში შეხვდა. უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს ნორვეგიის ინკლუზიური განათლების სერვის Statped-ში და თავადაც კოხლეარული იმპლანტის მატარებელი შვილის დედაა. აინამ კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებთან მუშაობის პირადი და პროფესიული გამოცდილება გაგვიზიარა. შეხვედრისას ვისაუბრეთ ჟესტური ენის შესახებაც. კოხლეარული
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან გრძელდება

სამშაბათი, 30 ივლისი 2019 by Admin
26 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი – ეკა დგებუაძე – გვესტუმრა. ასევე ვუმასპინძლეთ შპს „კინდსმენას“ წარმომადგენელს და ჩვენი ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრს – ივა ქევანიშვილს. სტუმარი რამდენიმე თერაპიას დაესწრო და ახლოს გაიცნო ცენტრის ბენეფიციარები. დისკუსია შედგა ინკლუზიური სწავლების, ასევე, კოხლეარული იმპლანტისა და სასმენი აპარატის მქონე მოსწავლეთა სასკოლო გარემოს მოწყობისთვის
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

ინკლუზიური სპექტაკლი ,,წუნა და წრუწუნა”

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 by Admin
საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით 18 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინო-მსახიობთა თეატრში ინკლუზიური სპექტაკლი – „წუნა და წრუწუნა“ გაიმართა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ბენეფიციარები, მათი და-ძმები და თანაკლასელები – სოფიკო ჭიაურელის სახელობის №54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. სპექტაკლის რეჟისორია ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

HealthProm-ის წარმომადგენლების სტუმრობა ფონდში

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 by Admin
12 ივნისს, ფონდში ბრიტანული ორგანიზაციის HealthProm-ის წარმომადგენლები გვეწვივნენ – ტანია ბუინოვსკაია (ოპერაციების დირექტორი) და ლესლი ბიზი (ოკუპაციური თერაპიის კონსულტანტი). HealthProm-ის მისიაა, განვითარებად ქვეყნებში, ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. 1984 წლიდან დღემდე, ორგანიზაციამ რამდენიმე ქვეყანაში განახორციელა პროექტები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. HealthProm-ის წარმომადგენლები წელს პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში, არსებული მდგომარეობის შესასწავლად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. საქველმოქმედო ფონდი ,,აი
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

სტუმარი მშობელთა კლუბში

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 by Admin
8 ივნისს, საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია” საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შშმ ბავშვის მშობელი და აქტიური უფლებადამცველი, მარი კორკოტაძე სტუმრობდა. მასთან ერთად შეხვედრაზე ადვოკატირება და ბავშვთა უფლებები განიხილა. მარიმ მშობლებს ადვოკატირების “ოქროს წესები” გაუზიარა: 🔹 ადვოკატირება შეუძლია ნებისმიერ მშობელს; 🔹 კარგად შეისწავლეთ საკუთარი შვილის უფლებები და საჭიროებები; 🔹 ხმამაღლა ისაუბრეთ იმ ბარიერებზე, სირთულეებზე და საჭიროებებზე რაც თქვენს შვილს აქვს; 🔹 შემოიკრიბეთ
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფონდში

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 by Admin
საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” და Eshvikids-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდის ბენეფიციარებისთვის ერთობლივად დიდი დღესასწაული მოაწყო. ღონისძიება ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation-ს ღია სივრცეში გაიმართა, რომელშიც ბავშვებს ილუზიონისტი მრავალფეროვანი პროგრამით ართობდა, Lily Vanilli – ლილი ვანილი-მ ტკბილეულობით უმასპინძლა, ხოლო Eshvikids-მა სპეციალურად “აი იას” ბენეფიციარებისთვის  ახალი კოლექცია შექმნა და თითოეული დაასაჩუქრა.
  • Published in Uncategorized @ge, სიახლეები
  • 1
  • 2

Search

უახლესი პოსტები

  • ფონდი ,,აი ია” გამომცემლობა The Messenger-ის ფურცლებზე

  • ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

  • საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია” შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია

  • ფონდსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • შეხვედრა აინა ტერეზა ფოსუმთან

დაგვიკავშირდით

  •  ბელიაშვილის ქ. 5, თბილისი
  • +995 322 236 933
  • info@aiia.org.ge
  • შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
  • ჩვენი YOUTUBE არხი

შემოგვიერთდით ჩვენს YOUTUBE-არხზე

  • GET SOCIAL

© 2017-2019 Charity Foundation Ai Ia

TOP