დუდა – შობის ღამე ნაწილი 4
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021
საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” გუნდმა დუდას შესახებ მეოთხე ეპიზოდი შექმნა.ზღაპრის გმირები მათი საყვარელი ცხოველის – დუდას დაკარგვის შემდეგ ერთად ცდილობენ მის პოვნას.
- Published in Uncategorized @ge
დუდას თავგადასავალი – ნაწილი 3
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
- Published in Uncategorized @ge
მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020
ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდმა ,, აი ია“ გამოსცა მშობლებისა და სპეციალისტებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი სახელმძღვანელო. პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც განვითარების ასევე სხვადასხვა შეფერხებისა თუ დარღვევის დროს. ბეჭდური სახელმძღვანელო სამ ნაწილად იყოფა და მასში შესულია ლექსები, ნოტები და სავარჯიშოები დეტალური აღწერით. ასევე მოყვება დისკი – ვიდეო
- Published in Uncategorized @ge
მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკის და მონაკოს სამეფო დელეგაციის ვიზიტი საქველმოქმედო ფონდში აი ია!
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020
საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობდა. პრინცესას ვიზიტი შედგა საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით. პრინცესა ფონდის დამფუძნებლებთან ერთად “აი იას” საქმიანობას გაეცნო, განიხილა სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისას მიღებული შედეგები და ფონდის სამომავლო გეგმები. პრინცესა ადგილზე მიმდინარე თერაპიაში თავადაც ჩაერთო. პრინცესა შარლინი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის საკითხების, სპეციალური
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები
დუდას სკოლაში მოგზაურობის ისტორია – ნაწილი 2
სამშაბათი, 21 ივლისი 2020
საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” გუნდმა დუდას შესახებ მეორე ეპიზოდი შექმნა. ამჯერად, ის სიზმრად სკოლაში მოგზაურობს.
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები
ზღაპარი დუდაზე – ფონდმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
პარასკევი, 05 ივნისი 2020
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ,,აი იამ” პატარებსა და მათ ოჯახებს ეს დღე ზღაპრის შექმნით მიულოცა. ზღაპრის ესკიზები შექმნა თეკლა გაჩეჩილაძემ Tekla Gachechiladze მუსიკის ავტორი და ხმის რეჟისორია თამარ ჟორდანია Tako Jordania Music გამხმოვანებლები – სალომე ხუციშვილი, სალომე ბარბაქაძე Salome Barbakadze, თამარ ჟორდანია. სცენარის ავტორები – ფონდის „აი ია” გუნდი. „ყველა ბავშვისთვის, ყველა ბავშვის უფლებებისთვის” WHO-ს
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები
სმენის საერთაშორისო დღე 2020
სამშაბათი, 24 მარტი 2020
2020 წლის სმენის საერთაშორისო დღე – 3 მარტი – საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” სოციალური ვიდეო-რგოლით აღნიშნა. პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), მსოფლიო სმენის ფორუმის (WHF), გლობალური სმენის ჯანმრთელობის კოალიციის (CGHH) მხარდაჭერით განხორციელდა. ფონდის იდეა 151 შესული განაცხადიდან 20 გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა. ვიდეო-რგოლის გადაღებაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ფონდის ბენეფიციარები, შშმ პირები. ფონდი მადლობას უხდის
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები
პირველი ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)
ორშაბათი, 27 იანვარი 2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „უსაზღვრო შესაძლებლობები“ ფარგლებში დაფინანსდა და გამოიცა „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)’’. პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია“. პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა-თამაშების წიგნი. კრებულში თავმოყრილი
- Published in Uncategorized @ge
ფონდი ,,აი ია” გამომცემლობა The Messenger-ის ფურცლებზე
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019
ჩვენს ფონდს გამომცემლობის – The Messenger – სახით კიდევ ერთი გულშემატკივარი და მეგობარი გამოუჩნდა. ინგლისურენოვანი გამოცემა ,,აი იას” ისტორიით დაინტერესდა და ფონდის საქმიანობები თავის მრავალრიცხოვან მკითხველს გაუზიარა. მადლობა The Messenger-ს, არაჩვეულებრივი სტატიისთვის და ჩვენი ფონდის მხარდაჭერისთვის! http://www.messenger.com.ge/…/4531_november…/4531_edit.html…
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები
ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019
3-4 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამის – „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის’’ შეჯამებას მიეძღვნა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით გაიმართა. მომხსენებლებმა მრავლობითი დარღვევების, მათ შორის, სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობასა და პროფესიულ ორგანიზაციებში ეთიკის თემაზე ისაუბრეს.
- Published in Uncategorized @ge, სიახლეები