(+995) 322 236 933 | INFO@AIIA.ORG.GE
  • ქართულიქართული
    • English English

აი ია

  • მთავარი
  • ჩვენი სერვისი
  • სასარგებლო ინფორმაცია
    • სმენის შესახებ
      • სმენის დაქვეითების სახეები
      • ბგერა
      • სმენის დაქვეითების მიზეზები
      • აუდიოგრამა
      • ყურის ანატომია
    • ტექნოლოგიები
      • კოხლეარული იმპლანტი
      • იმპლანტაციის კრიტერუიუმები
      • სასმენი აპარატი
      • FM – სისტემები
    • სახელმწიფო პროგრამები
  • მშობლებს
    • მშობლების მხარდაჭერა
      • ადრეული ჩარევა
      • კომუნიკაციის გზები
      • ბავშვების პოტენციალი
      • რას განიცდიან მშობლები
      • რჩევა მშობლისაგან მშობელს
    • ოჯახისთვის
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • Home
  • ბლოგი
  • Uncategorized @ge
  • ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
 
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019 / Published in Uncategorized @ge, სიახლეები

ფონდის გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

 3-4 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამის – „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის’’ შეჯამებას მიეძღვნა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით გაიმართა. მომხსენებლებმა მრავლობითი დარღვევების, მათ შორის, სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობასა და პროფესიულ ორგანიზაციებში ეთიკის თემაზე ისაუბრეს.

 ამ თემების განვრცობა სამუშაო ჯგუფების ფორმატშიც გაგრძელდა. ფონდის გუნდის წევრებმა სფეროში მოღვაწე უცხოელ კოლეგებთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.

დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს საგანმანათლებლო რესურსები და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაზე შექმნილი შეფასების ინსტრუმენტები გადმოეცათ.

 სასიხარულოა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა სასწავლო პრაქტიკა ფონდის ბაზაზე გაიარეს. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ფონდი „აი ია“ კვლავ განაგრძობს სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ:

კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
დუდა – შობის ღამე ნაწილი 4
უკრაინაში მცხოვრები კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების სტუმრობა საქართველოში

Search

უახლესი პოსტები

  • დუდა – შობის ღამე ნაწილი 4

  • დუდას თავგადასავალი – ნაწილი 3

  • მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის

  • მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკის და მონაკოს სამეფო დელეგაციის ვიზიტი საქველმოქმედო ფონდში აი ია!

  • დუდას სკოლაში მოგზაურობის ისტორია – ნაწილი 2

დაგვიკავშირდით

  •  ბელიაშვილის ქ. 5, თბილისი
  • +995 322 236 933
  • info@aiia.org.ge
  • შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
  • ჩვენი YOUTUBE არხი

შემოგვიერთდით ჩვენს YOUTUBE-არხზე

  • GET SOCIAL

© 2017-2019 Charity Foundation Ai Ia

TOP