8 ივნისს, საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია” საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შშმ ბავშვის მშობელი და აქტიური უფლებადამცველი, მარი კორკოტაძე სტუმრობდა. მასთან ერთად შეხვედრაზე ადვოკატირება და ბავშვთა უფლებები განიხილა.
მარიმ მშობლებს ადვოკატირების “ოქროს წესები” გაუზიარა:
🔹 ადვოკატირება შეუძლია ნებისმიერ მშობელს;
🔹 კარგად შეისწავლეთ საკუთარი შვილის უფლებები და საჭიროებები;
🔹 ხმამაღლა ისაუბრეთ იმ ბარიერებზე, სირთულეებზე და საჭიროებებზე რაც თქვენს შვილს აქვს;
🔹 შემოიკრიბეთ ბევრი მხარდამჭერი;
🔹 გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ყოველთვის მიმართეთ წერილობით;
🔹 ადვოკატირებისთვის აუცილებელია არაა ბევრი ფული;
ყველაზე მნიშვნელოვანი კი სიმამაცე და მიზანდასახულობაა.