საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” მშობელთა კლუბში ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება. 30 მარტის შეხვედრა რამდენიმე თემას მიეძღვნა, მათ შორის:
- სოციალური პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეები
- ბავშვის დიაგნოზთან ადაპტაცია და გამკლავების მექანიზმები
- სტომატოლოგის მომსახურება და ცურვა – რა უნდა იცოდეთ კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვის შემთხვევაში, რა პროცედურები და დამხმარე საშუალებებია საჭირო – ვიდეომასალის განხილვა
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: რა არის წინასასკოლო მზაობა, რომელ ბაღში ან სკოლაში მიიყვანონ ბავშვი, რა შემთხვევაში არ უნდა დაესწროს თერაპიებს მშობელი/ძიძა, ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას შორის განსხვავება და ვის შეიძლება რომ მიმართონ ფსიქოთერაპიისთვის, რა არის სოციალური ადვოკატირება, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და ა.შ.