საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია” და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით 18 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინო-მსახიობთა თეატრში ინკლუზიური სპექტაკლი – „წუნა და წრუწუნა“ გაიმართა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ბენეფიციარები, მათი და-ძმები და თანაკლასელები – სოფიკო ჭიაურელის სახელობის №54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. სპექტაკლის რეჟისორია ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.
ღონისძიების დაწყებამდე მოეწყო ფონდის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საინფორმაციო პრეზენტაცია სარეაბილიტაციო ცენტრის სამწლიანი მუშაობის შესახებ.