საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია” და Eshvikids-მა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდის ბენეფიციარებისთვის ერთობლივად დიდი დღესასწაული მოაწყო. ღონისძიება ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation-ს ღია სივრცეში გაიმართა, რომელშიც ბავშვებს ილუზიონისტი მრავალფეროვანი პროგრამით ართობდა, Lily Vanilli – ლილი ვანილი-მ ტკბილეულობით უმასპინძლა, ხოლო Eshvikids-მა სპეციალურად “აი იას” ბენეფიციარებისთვის ახალი კოლექცია შექმნა და თითოეული დაასაჩუქრა.