PREV
NEXT

ჩვენ შესახებ

     ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს. მიზნის მისაღწევად ფონდმა იმავე წელს გახსნა სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ოცამდე სმენადარღვეულ ბავშვს ემსახურება. ცენტრის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემატური ხასიათი აქვს უცხოელი სპეციალისტების მოწვევას. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სმენადარღვეულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროცესში მშობლების სრულფასოვან ჩართვას; რეაბილიტაციის პროცესისადმი კომპლექსურ მიდგომას და მასში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების - სამედიცინო ინჟინრის, სურდოპედაგოგის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის, სპეც.პედაგოგის, სოციალური მუშაკის, მუსიკისა და არტ თერაპევტის თანამონაწილეობას. 

მმართველი საბჭო

ვანო ჩხარტიშვილი

დამფუძნებელი

ნანა გოთუა

ფონდ „ქართული გალობის“ აღმასრულებელი დირექტორი

ქეთევან ნემსაძე

პედიატრი აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

შოთა ჯაფარიძე

აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ივა ქევანიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ანზორ ერქომაიშვილი

ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი

ჯემალ ჭკუასელი

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

ვახტანგ კახიძე

თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი
TOP